Digest Logo

🎥 „19 წლის გო­გოს ავუ­გე წესი, ეს „ბა­სი­ა­ნი“ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჯო­ჯო­ხე­თია... კვი­რა არ გავა, რომ ტა­ძარ­ში 2 ადა­მი­ა­ნი მა­ინც არ მო­მიყ­ვა­ნონ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი...მშობლებო, შვი­ლებს რო­გორ უშ­ვებთ იქ?“ - მამა შალვა კეკელია

1706949865

კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე 19 წლის გოგონა 28 იანვრის ღამით შეუძლოდ გახდა. იგი, უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ცნობით, იგი კლუბური ნარკოტიკის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

როგორც ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ საპატრიარქოს ტელევიზიის „ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბის“ ეთერში განაცხადა, 19 წლის მიც­ვა­ლე­ბულს წესი მან აუგო.

„19 წლის გო­გოს ავუ­გე წესი, ეს გოგო გარ­და­იც­ვა­ლა „ბა­სი­ან­ზე“, კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კით.

ეს "ბა­სი­ა­ნი" ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჯო­ჯო­ხე­თია. ეს გოგო მოკ­ლეს, კი არ გარ­და­იც­ვა­ლა. ასე კვდე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და ამა­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს. ეს ხომ მკვლე­ლო­ბაა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. ამა­ზე საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა, ამა­ზე არა­ვის არა­ფე­რი გა­მო­უ­ძია. რა­ტომ არა­ვინ იძი­ებს, ვი­სია ეს "ბა­სი­ა­ნი"? ვი­სია ეს აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ბიზ­ნე­სი? რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ნად­გურ­დე­ბა, ის­პო­ბა. ამა­ზე ვინ­მე აკე­თებს გა­და­ცე­მებს?

მშობ­ლებს უნდა ვუ­თხრა, თქვენს შვი­ლებს რო­გორ უშ­ვებთ იქ. კვი­რა არ გავა, რომ ტა­ძარ­ში ჩემ­თან 2 ადა­მი­ა­ნი მა­ინც არ მო­მიყ­ვა­ნონ კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბით ფსი­ქი­კუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. 

მინ­და მივ­მარ­თო ჟურ­ნა­ლის­ტებს, მოდი გა­ა­კე­თეთ ამა­ზე გა­და­ცე­მე­ბი. ახალ­გაზ­რდე­ბი გვე­ღუ­პე­ბა. მოდი ვი­მუ­შა­ოთ იმა­ზე, რომ ამ ახალ­გაზ­რდებს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა მივ­ცეთ. გვახ­სოვს "ბა­სი­ა­ნი" რომ და­არ­ბი­ეს, მთე­ლი აქ­ცი­ე­ბი მო­ე­წყო. ამ დროს იქ ხალ­ხი იხო­ცე­ბა.

ჩემი მე­გო­ბა­რი სას­წრა­ფო­ში მუ­შა­ობს და პა­რას­კე­ვი, შა­ბა­თი, კვი­რა სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი გა­დავ­სე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კით მო­წამ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით.

გუ­შინ მთე­ლი ღამე არ მე­ძი­ნა. რომ ნა­ხოთ ის ბავ­შვი, რო­გო­რი და­ხა­ტუ­ლია. მშობ­ლე­ბი ლტოლ­ვი­ლე­ბი არი­ან. ამ­დე­ნი გა­ჭირ­ვე­ბა გა­ი­ა­რეს, შვი­ლი გა­ზარ­დეს გა­ჭირ­ვე­ბით, ჰგო­ნი­ათ გა­სარ­თო­ბად გა­უშ­ვეს და მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მი­უს­ვე­ნეს“, - განაცხადა დეკანოზმა.

გადაცემის სრულად სანახავად გადადით აქ ბმულზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

⭕ ჰააგის სასამართლო მოისმენს საქმეს, სადაც უკრაინა ამტკიცებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში გენოციდი არ ჩაუდენია

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც პლანეტა ურანის კუროს ნიშანში გადასვლა გლობალურ ცვლილებებსა და ტრანსფორმაციას მოუტანს

⭕ „მთელი ცხოვრება ვამაყობდი, რომ ჩემს გარშემო იყვნენ ლამაზი გოგო-ბიჭები დახვეწილი გემოვნებით, მაგრამ დღეს რატომ შეგვჭამა გოიმობამ და უგემოვნებამ“ - რას წერს ზურა სიხარულიძე