უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურა მუშუქია დაიღუპა, რომელიც დაბომბვას ემსხვერპლა.
შემთხვევა ბოგდანოვკაში გუშინ მოხდა. ქართველი მებრძოლი არაერთ ცხელ წერტილში იბრძოდა.
მისი ცხედარი ამ დრომდე არ არის გადმოსვენებული საბრძოლო მოქმედებების ზონიდან.
ის 46-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს შეეწირა.
„საქართველოს ყველა ომის მონაწილე იყო... 2-ჯერ დაჭრეს, გამოწერეს თუ არა, ისევ წინა ხაზზე გავიდა“ - რას ჰყვებიან ახლობლები უკრაინაში დაღუპულ ზურაბ მუშუქიაზე👇