Digest Logo

„იმიტომ არ ვდებ, რომ ვინმე გავლანძღოთ, დავფიქრდეთ, რამდენად მძიმე შედეგების მომტანია“ - რა ფოტოებს აქვეყნებს გოგა ჩანადირი

1686229442
გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი თამუნა მეფარიშვილის მიერ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეებმა ქეიფის შემდეგ უჯარმის მიმდებარე ტერიტორია დააბინძურეს და ნარჩენები იქვე დატოვეს.

„ამ ფოტოებს იმიტომ არ ვდებ, რომ ვინმე გავლანძღოთ. ლანძღვა არაფერს მოგვიტანს.

იმიტომ ვდებ, რომ დავფიქრდეთ, რამდენად მძიმე შედეგების მომტანია ნარჩენების ბუნებაში დატოვება და იმაზეც დავფიქრდეთ, რომ თუ ბუნებაში ვქეიფობთ, დაბინძურებული გარემო სხვას არ დავუტოვოთ, რადგან ქეიფი მარტო შენ არ გიყვარს.

ეს კადრები თამუნა მეფარიშვილმა უჯარმის მიმდებარედ გადაიღო. ისიც ასეთი გულდაწყვეტილია. შარშანწინ ერთად დავასუფთავეთ ეს მიდამოები.

მოდი, რა, მართლა გავუფრთხილდეთ გარემოს და სხვებსაც პატივი ვცეთ“, - წერს გოგა ჩანადირი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნანუკას გამოჩენამდე, საქართველოს შესახებ რაც მსმენია - იყო ალი და ნინოს ქანდაკება. ახლა კი სიტყვებიც მასწავლა“ - რას ამბობს ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი

🎥 ლელა წურწუმიამ ავტობუსით იმგზავრა - რა კადრებს ავრცელებს მამულიჩა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა