გუდაურში პარაპლანი ჩამოვარდა. ამ უბედურ შემთხვევას, მორიგი უბედური შემთხვევა მოჰყვა, რა დროსაც სპორტსმენების დასახმარებლად წასული სამაშველო ვერტმფრენი აფეთქდა.
წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მაშველები და მედიკოსები იმყოფებოდნენ.
„ტვ იმედის“ ცნობით, გარდაცვლილი პილოტი - ზაზა ლორია გახლავთ, რომელიც 35 წელია მოღვაწეობდა ამ სფეროში.
მისი კარიერა ჯერ კიდევ 1992-93 წლებში დაიწყო. მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის ომში. როგორც ცნობილია, სწორედ ზაზას ჩაჰქონდა დანიშნულების ადგილამდე ჰუმანიტარული დახმარება. აგრეთვე, სწორედ ლორიას გადმოჰყავდა გარდაცვლილები და ლტოლვილები აფხაზეთის ომიდან.