ლიკუნა ჩაჩიბაია, რომელიც 16 წლის ასაკში მეცხრე სართულიდან გადავარდა, გადაცემა „სხვა ნანუკას“ სტუმარი გახლდათ.
მან ის რთული პერიოდი გაიხსენა და იმ კრიზისულ პერიოდზე ისაუბრა, რაც გადაიტანა. მისი თქმით, ახლა ძალიან ბედნიერია და რომ არა ის ტრაგიკული შემთხვევა, ახლა ასეთი ვერ იქნებოდა.
„ამბობდნენ, რომ სიყვარულის გამო გადმოვხტი. ყველას ასე ჰგონია. როცა გავიღვიძე, დედაჩემმაც კი ეგ მკითხა, ვინ გიყვარდაო? არანაირი ურთიერთობა არ მქონია მაგ ადამიანთან. სიყვარული კი არა, მეგობარიც ზედმეტი იყო რომ დამეძახა, იყო უბრალოდ ნაცნობი“, - ამბობს ლიკუნა ჩაჩიბაია.