Digest Logo

🎥 „არ მინდა მამის კვალს გაჰყვეს, მინდა ის აკეთოს, რაც მას ბედნიერს გახდის“ - ილია თოფურია შვილზე

1708889712

18 თებერვალი ქართული სპორტისთვის ისტორიული დღე აღმოჩნდა. UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და პირველი ქართველი UFC-ის ჩემპიონი გახდა.

პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ ილიას ესპანეთში ჩააკითხა, რომელსაც იქ „ელ მატადორის“ მეტსახელით იცნობენ.

ილიამ გადაცემაში „ნოესთან“ ოჯახზე, კარიერასა და რწმენაზე გულახდილად ისაუბრა.

შვილი მყავს, ჰუგო, 4 წლის გახდება. მაგარი კაცია, მოსიყვარულე, თავმდაბალი, დინჯი, სერიოზული. არ მინდა მამის კვალს გაჰყვეს. მინდა ის აკეთოს, რაც მას ბედნიერს გახდის.

საქართველოში მოვნათლე და ქართულ ენასაც ვასწავლით“, - აცხადებს ილია.