Digest Logo

🎥 „არ შემიძლია ადამიანები სარკაზმში და იუმორში ვამეცადინო, მაგის დრო არ მაქვს...“ - ნინო ჭელიძის პირველი კომენტარი სკანდალურ პოსტზე

1664428192

ჟურნალისტმა ნინო ჭელიძემ გუშინ სოციალურ ქსელში ხუმრობით დაწერა, რომ ვინც თბილისელი არაა და თბილისში უნდა ცხოვრება, აქ ცხოვრების მოსაკრებელი უნდა დაუწესდეს.

აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და პოსტის ავტორს „თავს დაესხნენ“.

მოგვიანებით აღნიშნულ თემაზე კომენტარის გაკეთება თავად პოსტის ავტორს მოუწია. ნინო ჭელიძის თქმით, ეს პოსტი მხოლოდ და მხოლოდ იუმორითა და სარკაზმით დაწერა.