Digest Logo

🎥 „ბინა მაჩუქა ბიძინა ივანიშვილმა... ქირით 30 წელი ვცხოვრობდი“ - როგორ შეცვალა ლელა ვეფხვაძის ცხოვრება ნაჩუქარმა ბინამ

1712605567

30 წელი ქირით ცხოვრების შემდეგ, ნაჩუქარმა ბინამ თქვენი ცხოვრება შეცვალა? - ეს შეკითხვა 9 აპრილის გმირს ლელა ვეფხვაძეს გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ დაუსვეს, რაზედაც მან ასე უპასუხა:

„ბინა მაჩუქა ბიძინა ივანიშვილმა. ვცხოვრობდი ქირით, ხელშეკრულებაც გაფორმებული მქონდა, რომ 2 წელი კიდევ უნდა მეცხოვრა. როდესაც კოვიდის პირველი პერიოდი დასრულდა, დიასახლისმა დამირეკა და მითხრა, ბინა უნდა გავყიდო და დაცალეო. 

ეს ჩემთვის იყო შოკი. ყველგან ვერ მივალ, მე ჩემით უნდა შევძლო სიარული, მეტროსა და სახლს შორის. მე სოციალური ქსელის დიდი მომხმარებელი არასდროს ვყოფილვარ, როცა პოსტი დავწერე, ეს იყო შოკი“, - ამბობს ლელა ვეფხვაძე.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე:facebook.com

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ლელა ვეფხვაძის მიერ შესრულებული 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული სიმღერა პირდაპირ ეთერში

🎥 მზის დაბნელება პირდაპირ ეთერში

ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სამი დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს