ბოტოქსის ეფექტი - ახდენს თუ არა კოსმეტიკური ინექციები გავლენას ჩვენს ემოციებზე? რამდენად ხშირია ფტოზი და კუნთის ატროფია პროცედურის შემდეგ?
აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრეს, სადაც მაგალითებად ჰოლივუდის ვარსკვლავები ჰყავდათ მოყვანილი, რომლებმაც დაბერება, ზოგმა ბოტოქსით და ზოგმა კიდეც ბუნებრივად არჩიეს. ცხადია მსოფლიოში მაინც ბუნებრივი სილამაზე და ზომიერება მიიჩნევა ოქროს გამოსავლად, მაგრამ ცნობილი ვარსკვლავები ზოგი ვერ იცავს ზომიერებას, ამის გამო ისინი მუდამ საზოგადოების კრიტიკის ქვეშ არიან. მუდმივი ახალგაზრდული იერის მანიით შეპყრობილი ვარსკვლავებიდან ყველაზე ცნობილი, პოპ მუსიკოსი მადონა და მსახიობი ნიკოლ კიდმანი გახლავთ, ამერიკული ბულვარული მედიის თქმით, მათ ასაკთან შეუფერებელი კანის სიპრიალე და სახის გაშეშებული ნაკვთები გააჩნიათ, რაც ზღუდავს მათი სახის ემოციების გამოხატვას.
„არ ჩათვალოთ ბოტოქსი უმნიშვნელო პროცედურად, ანდეთ პროფესიონალებს საკუთარი თავი და ყველაფერი კარგად იქნება. დროებითია ბოტოქსის ეფექტი, მაგრამ აუცილებელია ზომიერების დაცვა“, - ამბობენ ის ადამიანები, ვინც ერთხელ მაინც აღმოჩენილან დაზარალებული აღნიშნული პროცედურის გამო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:-
⭕გიორგი გველესიანმა ირანის წლევანდელ საფეხბურთო ჩემპიონატში პირველი ბურთი გაიტანა