Digest Logo

„ბზიკების“ ევროვიზიის სიმღერა „ტიკტოკზე“ უკვე გლობალური ტრენდია 🐝

1773737789

„ბზიკების“ ევროვიზიის სიმღერა ტიკტოკზე უკვე გლობალური ტრენდია.

შეგახსენებთ, ევროვიზია 2026-ზე საქართველოს სახელით „ბზიკები“ წარდგებიან.

ცნობისთვის, გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი კომპოზიტორ გიგა კუხიანიძის სიმღერით საბავშვო ევროვიზიის პირველი ქართველი გამარჯვებულები, 2008 წელს გახდნენ.  

დაახლოებით 18-წლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფი სცენაზე, საბავშვო ევროვიზია 2025-ზე ისევ გამოჩნდა და დიდი ოვაციები დაიმსახურა.

ევროვიზია 2026 ვენაში მაისში გაიმართება. „ბზიკები“ პირველ ნახევარფინალურ ტურში, 12 მაისს იმღერებენ.