ინფლუენსერი და მოდელი თამო ვაშალომიძე საზოგადოებასთან პირადი ცხოვრების შესახებ ხშირად ღიად საუბრობს.
ამჯერად თამო გამომწერების ნეგატიურ დამოკიდებულებას ეხმაურება, რომელიც მეუღლესთან, აკა სამხარაძესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს მოჰყვა.
როგორც თამო აღნიშნავს, მეუღლესთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს და მისზე ბულინგს ან ზეწოლას არასდროს ახდენს, ასევე იხსენებს აკასთან პირველ შეხვედრას და ქორწინებამდე მათ ურთიერთობას.
„მინდა იმ ნეგატივს გამოვეხმაურო, რომელიც ჩემი და აკას ვიდეოს მოჰყვა, კომენტარებში წერდნენ რომ აკა მაბულინგებს, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მინდა აკა გაგაცნოთ: ის უზომოდ თბილი მზრუნველი და მოსიყვარულეა. გაცნობის დღიდანვე მშვიდი და გაწონასწორებული იყო, რამაც ძალიან მომხიბლა, სიგიჟემდე უყვარს ცხოველები და უამრავ უპატრონო ცხოველს ეხმარება, აქვს უცნაური ხასიათი, რაც ყველას გვაქვს, მაგალითად არ უყვარს დეკოლტე და მეც ვცდილობ გავითვალისწინო, შევცვალე ბევრი რამე. ჩვენი პირველი წესია, რომ ოჯახში ბავშვების თვალწინ არ ვიჩხუბოთ, 16 წლის ასაკში სახლიდან იმიტომ წამოვედი, რომ ძალადობის მსხვერპლი ვიყავი და რა თქმა უნდა არ შევეგუებოდი იგივე სიტუაციას დაოჯახების შემდეგ“, - ამბობს თამო ვიდეოში.
@tamovashalomidzee ♬ original sound - tamo vashalomidze
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბრძოლის კონტრაქტს ხელი მოვაწერე, ნაკლები საუბარი მეტი საქმე“ - რომან დოლიძე ოქტაგონს უბრუნდება