არასამთავრობო ორგანიზაციის „ვეძებ“ დამფუძნებელი ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც და-ძმის შეხვედრაა ასახული, რომლებიც ერთმანეთს გენეტიკური ტესტის მეშვეობით შეხვდნენ.
„და-ძმის პირველი შეხვედრა. ერთმანეთი გენეტიკური ტესტის მეშვეობით იპოვეს“, - წერს თამუნა მუსერიძე.
ცნობისთვის, თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა.
„ტელეწამყვანი საქართველოს სატელევიზიო ეთერებში 18 წლის ასაკიდან მუშაობს. 31 წლის ასაკში კი მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როცა აღმოაჩინა, რომ ნაშვილებია. მან ყველაფერი გააკეთა ბიოლოგიური მშობლების მოსაძებნად, პროცესში კი აღმოაჩინა არაერთი მტკიცებულება, რომ საქართველოში 1950-იანი წლებიდან ბავშვების გაყიდვის შავი ბაზარი არსებობდა.
თამუნა მუსერიძემ შექმნა Facebook ჯგუფი „ვეძებ”, რომელმაც ხელი შეუწყო სამშობიაროებიდან არალეგალური გაშვილების შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყებას.
მუსერიძის ორგანიზაციამ ასობით ოჯახის გაერთიანებას შეუწყო ხელი, მაგრამ ჯერაც ეძებს საკუთარს”,- დაწერა მასზე „ბიბისიმ“