საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საკუთარ მენტალურ პრობლემებზე პირველად „რადიო თავისუფლების“ ეთერში ალაპარაკდა.
კეკელიძემ დეტალურად გადმოსცა ის განცდები, რასაც დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის დროს გრძნობდა. მწერალი მიიჩნევს, რომ მან დაავადებასთან გამკლავება შეძლო:
„ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, მართალია ჯერ ბოლომდე ვერა თუმცა ეს დაავადება უკვე თავდაღმართში დგას“, - ამბობს კეკელიძე ეკა ქევანიშვილთან ინტერვიუში.
კეკელიძის ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებსაც დეპრესია აწუხებთ, გასაჯაროება სხვადასხვა მიზეზთა გამო არ სურთ. მათ შორისაა საზოგადოების რეაქციაც. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ყველას სთხოვს, ამ დაავადებას შეებრძოლონ და ამ ბრძოლაში ადამიანებს დახმარებას სთავაზობს.
„აქ, რადიო თავისუფლებასთან, ვყვები იმ ჯოჯოხეთურ გზაზე, რაც გავიარე. დეპრესიაზე, შფოთვებზე, შიშებზე და გამარჯვებაზე. ვყვები იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს იბრძვის ან ელის ეს ომი .დღეს უკვე მზად ვარ, დავეხმარო ნებისმიერ თქვენგანს, ვისაც ეს სირთულე აწუხებს. ცხადია ადამიანური რჩევით და არა სამედიცინო მითითებით“, - წერს გიორგი კეკელიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ქალის მთელი ცხოვრება ერთი მოძალადე კაცის გარშემო ტრიალია? ვერ მოგართვით!“ - ბაია პატარაია
🔵რას მოუტანს დღევანდელი მზის დაბნელება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს? - ასტროლოგის რჩევები და გაფრთხილება
🔵„პასუხი ყველას გუშინ არ გასული გადაცემის გამო“ - ია ფარულავას საგანგებო განცხადება