უფლება დამცველი ბაია პატარაია ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ საზოგადოების რეაქციაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
პატარაია, იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილს შურისძიების გამო უჩივლა და მათ აზროვნებას ფალოცენტრულს უწოდებს.
„რა ფალოცენტრულია იმ ადამიანების აზროვნება, ვინც თვლის, რომ ლამაზმა, ახალგაზრდა, წარმატებულმა და შეძლებულმა ქალმა მეტი გასართობი ვერ ნახა ამ ცხოვრებაში და უბრალოდ ყოფილი ქმრის გამწარებას ცდილობს, უშედეგოდ. really?!
ამის იქით რანაირად ვერ მიდის თქვენი აზროვნება? ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ქალის მთელი ცხოვრება ერთი მოძალადე კაცის გარშემო ტრიალია?
ჯიზეზ!
სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი: როცა გგონიათ, რომ ლამაზ და წარმატებულ, (თუმცა ტლუ) სპორტსმენს უნდა ეთაყვანონ ქალები.
ვერ მოგართვით!
ქალის ცხოვრებაში მთავარი ადამიანი არის თვითონ ქალი
(და არა ქმარი, შვილი, ან წარმატებული სპორტსმენი).
შეეგუეთ!“, - წერს ბაია პატარაია.
შეგახსენებთ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ 21 ოქტომბერს უდანაშაულოდ ცნო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵მზე მორიელში გადავიდა - წლის ყველაზე მისტიკური თვე დაიწყო
🔵„ლოცვა, „მამაო ჩვენო“ ყველაზე დიდი დამცავია“ - მიხეილ ცაგარელის რჩევა