მსოფლიოში ცნობილი Walt Disney Animation Studios 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამიტომაც, მათ მაყურებლისათვის მთავარი გზავნილის გადასაცემად შექმნეს ანიმაციური ფილმი, სახელად Wish (სურვილი). აღსანიშნავია, რომ ეს სტუდიის 62-ე ანიმაციური ნამუშევარია.
This Wish - სპეციალურად ფილმისთვის შექმნილი სიმღერაა, რომელსაც სილამაზისა და სიძლიერის ჰიმნი უწოდეს. მას არიანა დებოსი ასრულებს.
სწორედ ამ სიმღერას მოჰყვა არა ერთგვაროვანი გამოხმაურება, განსაკუთრებით, ჩვენს ქვეყანაში.
საქმე ის არის, რომ სიმღერას მთავარი გმირი 29 სხვადასხვა ენაზე ასრულებს. მათ შორის კი, ქართულად. თუმცაღა, „ქართულად“ წარმოთქმული „სიტყვები“ ასე ჟღერს:
„ჰეი, ჰო, ჰო, ჰო, ჰეი, ჰო, ჰო, ჰო, აჰ-აჰ“.
აღნიშნულ საერო შეშფოთებას ბლოგერი ნიკე ჩაჩანიძე ეხმაურება და „დისნეის“ ამ ჩანაფიქრს უწუნებს.
„ვერარი კაი ამბავი დისნეი. ვერ მოგივიდა კაი ამბავი, ჰარი - ჰარალო მაინც ჩაგესვა. რა ჰეი ჰეი, დაგვცინიხარ?!“,- ამბობს ვიდეოში ნიკე.
ამავე თემაზე: