მომღერალმა დოდონა ნამორაძემ გადაცემაში „ჩვენი შოუ“ გაიხსენა თავისი პირველი გამოცდილება უცხო ქვეყანაში, როდესაც იგი 11 წლის ასაკში, ახალ წელს ფილიპინებში აღმოჩნდა, მანამდე კი კახეთში, ბებო–პაპასთან ატარებდა დროს.
სტუმრობის დროს მომღერალმა აღნიშნა, რომ ეს გამოცდილება მისთვის კულტურული განსხვავებების გააზრების დასაწყისი გახდა.
„11 წლის ვიყავი, როდესაც ფილიპინებში აღმოვჩნდი ახალ წელს. მანამდე, სულ კახეთში ვატარებდი, ბებოსთან და პაპასთან. როდესაც ფილიპინებში შევხვდი ახალ წელს, 31 დეკემბერს აღმოვჩნდი სანაპიროზე და ეს იყო ჩემთვის პირველი კულტურული შოკი. ჩემი მშობლები, მაგ დროს დოქტორანტურაში სწავლობდნენ. მესამე კვირაა და დედაჩემს ჰყავდა ინდოელი ლექტორი, რომელმაც 5-გვერდიანი სტატიის დაწერა დაავალა. როდესაც მიუტანა, მან თავი გააქნია, დედაჩემმა იფიქრა, რომ არ მოეწონა და ასე 10-გვერდიანი მასალა მოამზადა, ისევ თავი გააქნია ლექტორმა. დედაჩემი ატირდა. თურმე, როდესაც ინდოელებს მოსწონთ რამე, თავს აქნევენ. ეს იყო ჩვენთვის კულტურული შოკი“,- იხსენებს დოდონა ნამორაძე.