ქართველი ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა ეკო ფანგანის რუბრიკაში „ფილტრის გარეშე“ იყო სტუმრად, სადაც ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები, პირადი სივრცისა და სტილის ევოლუციის შესახებ ისაუბრა.
„ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, ძალიან ბევრი ენერგია მქონდა და შესაბამისად აქედან მოვხვდი სპორტში. ოღონდ ამ სიცელქეში არ ვიყავი მავნე ბავშვი. რუსეთში ვცხოვრობდი, როდესაც პატარა ვიყავით, იქ მოგეხსენებათ ტანვარჯიში პირველი სპორტია. თავიდან დედაჩემს უთხრეს, 8 წლის რადგან ვიყავი და უკვე დაგვიანებული იყო, „იაროს 10 დღე და თავად წახვალთ სახლშიო“, იმდენი ვივარჯიშე და გავაკეთე, გავიმარჯვე და აქედან დაიწყო და დაიწყო. ყოველი დღე თუ არ ივარჯიშე, უკვე ჩავარდნა გაქვს. ახლა მოსწავლეები მყავს, თუმცა აქტიურ სპორტს 4 წელია დავანებე თავი“, - იხსენებს სპორტსმენი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლაშა ბექაური თევზაობიდან ფოტოებს გვიზიარებს - „რა ნავარჯიშები ტანი გაქვს, ჩვენო ჩემპიონო“
⭕„წარმატებები სადაც არ უნდა იყოს ღირსეულ კაცს!“ - ზურა ხაჩიძე ვახტანგ გომელაურს მადლობას უხდის