„თუ შენს სარწმუნოებას აგინებენ, შენ კი იქ დგახარ და ხმას არ იღებ, ვეჭვობ, იმ ურწმუნოზე უარესი არ იყო“ - მამა გაბრიელი.
„თუ ვინმე გზაჯვარედინზე ან მოედანზე ღმერთს აგინებს, მიდი და შთააგონე და თუ საჭირო იქნება ხელით შეეხე და დაუხშე პირი -კურთხეულ იყოს შენი მარჯვენა! და თუ ბრალს დაგდებენ და პასუხს მოგთხოვენ სასამართლოში, უთხარი რომ შეურაცხყვეს ანგელოზთა მეუფე და რადგან მიწიერი მეფის მგმობელი სასჯელის ღირსია, მაშინ ბევრად მეტ სასჯელს იმსახურებს ღვთის შეურაცხმყოფელი.
დაე იცოდნენ გარყვნილებმა და უზნეოებმა, რომ შიში ჰქონდეთ ღვთის მონებისა, რათა თუ მოისურვებენ ღვთის გმობას, გარშემო მიმოიხედონ, ჩრდილის დანახვაზეც უნდა ძრწოდენ ქრისტიანების შიშით!“ - იოანე ოქროპირი.
ეს სიტყვები მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და საგანგებო ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.