ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტაროლოგი თეა ჩეჩელაშვილი საზოგადოებას სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად მან მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც 11 დეკემბრის ასტროლოგიურ ენერგიებზე ისაუბრა:
„11 დეკემბრის გზავნილი:
კლებადი მთვარე გიწვევს გათავისუფლებასა და შინაგან სიმშვიდეზე.
ღამე გიხსნის ფარულ გასაღებს - დილას შეხვდები უფრო მსუბუქად და ნათლად.
რისი მოლოდინიც შეგიძლია:
დღე მოგიტანს სიცხადეს და სწორ გადაწყვეტილებას.
გაძლიერდება შენი ხმა, შინაგანი ძალა და გამბედაობა.
რას მოერიდო:
ნაჩქარევ დასკვნებსა და კამათს.
შენი ემოცია ხვალ მთავარი ენერგიაა - დაიფარე.
ურთიერთობები და საქმეები:
მშვიდი საუბრები, პატივისცემა და შეთანხმება.
კარიერაში — სწორი სტრატეგია და პოზიციის გამყარება.
კავშირი შემოქმედთან:
მშვიდი სითბო, უხმო მხარდაჭერა და შეგრძნება, რომ მიმართულება დაცულია. ერთი არის ყველაფერი და ყველაფერი ერთია.
ამინ!“, - წერს თეა ჩეჩელაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: