საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი 16 ოქტომბერს დაიწყო. ახალი სასწავლო წლისთვის ჯამში 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა.
როგორი იყო სოფელ დირბის 23 წლის დირექტორის პირველი დღე სკოლაში? გაიცანით ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი საქართველოში, რომლის შესახებ სიუჟეტი გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველომ“ მოამზადა.
„მიმაჩნია, რომ დირბის სკოლის ერთი წარმატებული მოსწავლე წარმატებულ საქართველოს უდრის...5 წლის წინ დავამთავრე სკოლა და კარგად ვიცი ის პლუსი და მინუსები რაც სწავლების პერიოდში მხვდებოდა, მინდა ის რასაც ვხედავდი ჩემს სკოლაში არ იყოს. ვგეგმავ სკოლა მართოს ყველამ, ღიაობის პრინციპით და არა მხოლოდ დირექტორმა მართოს ის. ვიქნები მეგობარი, მხარდამჭერი. მაქვს გეგმა, რომ სკოლაში ჩინური ენის სწავლა დავნერგო“, - ამბობს „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ინტერვიუში ლევან ყაულაშვილი.