Digest Logo

🎥 „ფრთამოტეხილი მაფშალია“ - სიმღერა აფხაზეთზე და შესრულება, რომელმაც მთელი დარბაზი აატირა

1748599083

გადაცემა „მიმღერეს“ მორიგი ეპიზოდი გავიდა, სადაც ლიზა ჩიჩუამ დავით არჩვაძესთან ერთად „ფრთამოტეხილი მაფშალია“ შეასრულა. სიმღერა მოგეხსენებათ, საქართველოს დაკარგულ ტერიტორია აფხაზეთზე და დევნილების ტკივილზეა.

კომპოზიტორი დავით არჩვაძე ხოლო ტექსტის ავტორი პეტრე კოლხი გახლავთ.

სიმღერა „ფრთამოტეხილი მაფშალია“ ასრულებენ: ლიზა ჩიჩუა, დავით არჩვაძე, ზუკა ბახტაძე-ბალანჩივაძე, ლუკა ჭანიშვილი, საბა კემულარია და დავით მაღრაძე.

„ფრთამოტეხილ მაფშალიას ვგავარ,

გაკვირტული გაზაფხული ყრია.

მზე შენს ცაზე არასოდეს ჩავა, მომაკვდავის აღსარება გქვია...

დღეს ილორი თუ სიზმარში მწყალობს,

როგორ გახმა შენს ფერდობზე ია,

ვიფერფლები მა ღურელი გვალო და უშენოდ უპატრონო მქვია...

ცას შეახმა თოლიების სისხლი,

ძლივს დავდივარ უძლური და ჩია.

უსახლკაროს მიყურებენ ზიზღით,

გული სკდება, რომ დევნილი მქვია...

ვეპარები შენს დასეტყვილ ველებს,

კარს თუ არა, გულს დატოვებ ღიას..

თუ ჩამიკრავ, შემახსენე მერე,

რომ უშენოდ ჯოჯოხეთი მქვია...

შენ გესროლეს და მე მომხვდა გულზე,

ტყუპის ცალი ძმის ნასროლი ტყვია.

ენგურიდან შენს ხერხემალს ვუმზერ,

კუთხე არა, სიყვარულია გქვია“