Digest Logo

🎥 „გადავწყვიტე, „ბასიანთან“ პარაკლისი გადავიხადო..არ მინდა, ჩემი შვილი იქ ვიღაცამ შეიტყუოს“ - მამა შალვა კეკელია

1707223754

კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე 19 წლის გოგონა 28 იანვრის ღამით შეუძლოდ გახდა. იგი, უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ცნობით, იგი კლუბური ნარკოტიკის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

როგორც ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ საპატრიარქოს ტელევიზიის „ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბის“ ეთერში განაცხადა, 19 წლის მიც­ვა­ლე­ბულს წესი მან აუგო.

მამა შალვა კეკელიამ, პარასკევს ღამის კლუბ „ბასიანთან“ პარაკლისის გადახდა დააანონსა. ამის შესახებ სასულიერო პირმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

„მე ასე გადავწყვიტე, არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე ასე, მაგრამ პარასკევს, ღამის 11 საათზე, მინდა, რომ მივიდე იმ კლუბთან, იმ ბასიანთან, როგორც გავიგე, არის დინამოს სტადიონთან, მინდა, რომ იქ პარაკლისი გადავიხადო, არა საკამათოდ, ახალგაზრდები ღამის 12 საათზე აპირებენ მისვლას, როგორც დავადგინე, ჩვენ ღამის 11 საათზე მივიდეთ უბრალოდ, პარაკლისი გადავიხადოთ მშვიდად და ღმერთს ვთხოვოთ, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გადაარჩინოს.

მე პარასკევობით ყოველთვის ვიხდი პარასკლისებს, პარასკევობით 7 საათზე ნარკომანობასთან, ლოთობასთან, აზარტულ თამაშთან დაკავშირებით... მე გადავწყვიტე, რომ უბრალოდ მივიდე იქ და პარაკლისი გადავიხადო.

ჩვენ დასაკარგი შვილები არ გვყავს. უბრალოდ, აი, პარასკევს მოვიტან ამ გოგონას სურათს და განახებთ, რა ბავშვი დაიღუპა.

თქვენ ხომ ყველას შვილები გყავთ, ჩვენი შვილები ყველანი ამ საფრთხის ქვეშ არიან, მე შვილები მყავს, მე ამ ქვეყანაში შვილები მეზრდება და არ მინდა, ჩემი შვილი იქ ვიღაცამ შეიტყუოს. სიკვდილის ადგილია და ასეთი ბევრი ადგილია ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ“,- განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 „შენი დამსახურებაა, რომ მე ასეთი ლაღი ვარ“ - აჩიკო სოლოღაშვილის ემოციური მიმართვა დედას

⭕🎥 „საუკეთესო დედა და ჩემი პირველი მეგობარია, მას ყველაფერს ვუყვები...“ - როგორი დედაშვილობა აქვთ მარიამ როინიშვილს და ელენე მახარაძეს

⭕„ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, ამ ტრიბუნასთან დღეს პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი“ - სალომე ზურაბიშვილი