გაიცანით ქალი, რომელსაც მთელი ზესტაფონი წითელი ელექტომობილით იცნობს - ემიგრანტი შვილების საჩუქარი 72 წლის დედას, რომელიც მშობლიურ სახლ-კარს ვერ ტოვებს და ზესტაფონში მარტო ცხოვრობს.
ნახეთ სიუჟეტი, გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ 👇
„მშიშარა არ ვარ, არც ავადმყოფობის მეშინია, არც ცუდად გახდომის. ქუჩაში რომ პატარა ბავშვები მხედავენ, ძალიან მოსწონთ და უხარიათ. ზოგჯერ დავიჯენ ხოლმე კალთაში და გავატარებ.
მე რომ მიჭირს და ვინმე მეხმარება, მეც მინდა რამით გადავუხადო სამაგიერო.
სიჩქარე არ აქვს აღნიშნული, აქვს საყვირი, მაგრამ საუბედუროდ არავის ესმის საყვირის ხმა. დილით ადრე ავდგები და ვაჭმევ ძაღლს და ქათმებს“, - ამბობს ნანული თურქაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილი 41 წლის გახდებოდა
🎥 „მძიმე პერიოდი მქონდა, ძმა დავკარგე“ - როგორ შეხვდნენ ნუცა ბუზალაძე და თამთა გოდუაძე ერთმანეთს