Digest Logo

🎥 გაიცანით თაკო ბაქრაძე, რომელმაც კერამიკული სტუდია 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის შექმნა

1711454286

გადაცემა „იმედის დღის“ სტუმარი მხატვარ-ილუსტრატორი თაკო ბაქრაძე იყო, იგი წლებია უსინათლოთა სკოლაში მუშაობს და ბავშვებს ხელოვნებას ასწავლის.

თაკო ბაქრაძე ისტორიას გვიყვება, თუ როგორ განავითარა სოფელი, სადაც მთელი ბავშვობა აქვს გატარებული და ბებიის უწყინარი გატაცების შედეგად კერამიკული სტუდია შექმნა , რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის შეიქმნა. 

სტუდიის შექმნის იდეა ხანდაზმული ბებიისგან წამოვიდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაარეგისტრირა კერამიკის კურსებზე, რადგან თავი მარტოდ არ ეგრძნო სახლში. ამან იმხელა ინსპირაცია მისცა, რომ უკვე ეს ყველაფერი სხვა ქალებისთვის გააკეთა.

„ეს 6 კვირა საოცარი იყო, გავიცანი ბებოს ჯგუფელები, ძალიან ხალისიანი იყო, რადგან მოსაუბრე და მეგობარი ჰყავდა. კურსის შემდეგ, როცა მივხვდი ბებია იწყენდა ამ საქმის გარეშე, სახლში ჩაჯდა და რუტინული გახდა მისი ცხოვრება, გადავწყვიტე რომ გამეგრძელებინა ეს საქმე“,- აღნიშნავს თაკო ბაქრაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მორალურად ძალიან მეხმარება, ვერ ვიტყვი, რომ შაის მარტო ვზრდი, თანაბრად ვართ ჩართული ბავშვის აღზრდაში“ - როგორი ქმარი და მამაა ბუდუ ზივზივაძე

„დღეიდან მჯერა რეინკარნაციის, ვერავინ გადამარწმუნებს, რომ ძაღლში იმ ლოთის ცოლის სული არ იყო ჩასახლებული“ - რას წერს თეა გვასალია

„იმედი ისევ დაბრუნდა, კიდევ უფრო ომახიანია, ისეთი, როგორც 200 ყივჩაღისა, მტრისკენ რომ წაიწია“ - გოგა ჩანადირი ნაკრებს ამხნევებს