გია ფერაძის შვილის, მარიკუნა მიქატაძის ინტერვიუებით საზოგადოება არც ისე განებივრებული იყო. არქივს მხოლოდ რამდენიმე მათგანი შემორჩა.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, მარიკუნა მამაზე და თავისი ცხოვრების რთულ გზაზე საუბრობდა.
„გამაუბედურა და მთელი ოჯახი გააუბედურა.
მისი დამსახურებით არავინ აღარ მყავს ცოცხალი და დღესდღეობით მარტო მიწევს ცხოვრება, ყველა პრობლემის ჩემით მოგვარება...
გია სულ სვამდა, დედაჩემს უნდოდა ამ ურთიერთობის დასრულება, მაგრამ ბაბუამ უთხრა, რადგან ეს ნაბიჯი გადადგი ბოლომდე იყავი იქო“, - ამბობდა მარიკუნა მიქატაძე.
39 წლის ასაკში, გარდაიცვალა მარიკუნა მიქატაძე, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, მარიკუნა საბერძნეთში იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მარიკუნა საქართველოში ჩამოასვენეს და დედის გვერდით, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „ღმერთო დაიფარე რაჭა!“ - მდინარე მოულოდნელად ადიდდა
🔵 „ვითომ ღმერთი რომ უყვართ და ადამიანს ზიზღით უყურებენ…“ - მამა პეტრე
🔵 „უნდა ავირჩიო; მონასტერი თუ პრაიმ-ჰაუსი ?“ - ტარიელ სუარი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს