„ზოგადად ემოციური ადამიანი ვარ სტადიონზე, როგორც მოთამაშე. როდესაც მცველი ხარ, ის კონტაქტი საჭიროა, მით უმეტეს, როდესაც მსგავს ფეხბურთელს ეთამაშები, რომელსაც არანორმალურად შეუძლია ახტეს, გაიქცეს. თუ მას არ აგრძნობინებ შენს კონტაქტს, გვერდზე დგომას, არ გაპატიებს.
გამიკვირდა, რომ რონალდომ თამაშში ჩემთან კონტაქტზე დაიწყო აპელირება”, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო ფეხბურთელ ლუკა ლოჩოშვილმა ისაუბრა.