Digest Logo

🎥 „გამწირეს სასიკვდილოდ...“- რა ვიდეოს ავრცელებს მეგი გოგიტიძე

1724398535

ქართველმა მუსიკოსმა მეგი გოგიტიძემ, რომელიც რუსეთში აქტიურად მოღვაწეობს და კონცერტებს მართავს სხვადასხვა ქალაქში, სოციალურ ქსელში მორიგი ახალი სიმღერის მოკლე ვიდეო გაავრცელა.

„ლექსი - მეგი გოგიტიძე. მუსიკა - მეგი გოგიტიძე. დროება - ტენდენციურ“,- წერს მეგი გოგიტიძე.

„ხომ გითხრით ხელი არ გამიშვათ-მეთქი, ასეთი არასანდონი როგორ აღმოჩნდით... მე ხომ ფრენა არ შემიძლია“, - ეს არის სიმღერიდან ამონარიდი ტექსტი.

ცნობილი ფაქტია, რომ მეგი გოგიტიძის შემოქმედებას რუსულ შოუბიზნესში კარგად იცნობენ და საკმაოდ მოთხოვნადი მომღერალია. ამის გამო იგი, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი სამშობლოში. იყო შემთხვევა, როდესაც მას კონცერტიც კი გაუუქმეს.

რაც შეეხება მეგის განმარტებებს, მან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი განმარტება ამ თემაზე:

„ვინც არ იცის იმათთვის. უკვე წლებია რუსეთში ვმოღვაწეობ. მრავალი კონცერტი ჩავატარე ამ წლების მანძილზე დიდ საკონცერტო დარბაზებში და კლუბებში. ის ტყუილია რასაც ავრცელებენ, რომ თურმე ახლა მიმიწვიეს და დიდ ჰონორარებს შემპირდნენ. და კიდევ ბევრმა ბევრი ტყუილი თქვა...

იყოს ისე როგორც თქვენ გინდათ... მე კი ვიქნები ისე როგორც მე მინდა. ჯობდა ვამპირებს არ დამსგავსებულიყავით (იმას ვისაც ეკუთვნის) მე ჩემს გვერდზე თემას ვხურავ..!!!

მგონი კიდევ ვერ იაზრებთ ახლა რას დაეტაკეთ. დრო გაჩვენებთ თქვენ, ნამდვილ მოღალატეებს და ნამდვილ სამარცხვინო ადამიანებს. თქვენ არ გიცნობთ მე… და არც მინდა გიცნობდეთ… ამ ყველაფრის ნიშანს ღმერთი მოგვცემს… იყოს ნება ღვთისა… მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის… ამინ“, - აღნიშნა მომღერალმა.

მეგის ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

⭕როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

თაკო საზინა დედა გახდა - ცნობილია რა დაარქვა ინფლუენსერმა ახალდაბადებულს