Digest Logo

🎥 „კაცური მეგობრობა ვიცით, მიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობა აღდგა“ - რას ჰყვებიან სოფო ბედია და სოფო ბუთურიშვილი

20/3/2024 • 12:32

გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმრები მომღერლები სოფო ბედია და სოფო ბუთურიშვილი იყვნენ, სადაც მათ მეგობრობაზე ისაუბრეს.

„მეგობრის კარგად ყოფნა ჩემი კარგად ყოფნაა. ხასიათებით არ ვგავართ ერთმანეთს, განვსხვავდებით, მაგრამ ის საოცრად კეთილშობილი, კეთილი, გვერდში მდგომი და ერთგულია.

ადამიანურად ძალიან ბევრი საერთო გვაქვს“, - ამბობს სოფო ბედია ბუთურიშვილზე.