Digest Logo

🎥 „მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის, ხშირად პირველს სჯობს“ - ემოციური ხელის თხოვნა სცენაზე

1678968438

შუახნის ასაკის კაცმა ქალს ხელი სცენაზე სთხოვა. ემოციურ კადრებს სოციალურ ქსელში Dantesi Photography ავრცელებს.

„ეს ის ზუგდიდელი ლამაზი სულხორცით ქალბატონია, რომელიც მუდამ სიკეთის, სიყვარულის, მეგობრობის, მადლიანი საქმეების კეთების და მისი მოწოდების სიმაღლეზე დგომისთვის იყო მშვიდობის მტრედი! მისი 44- წლის მანძილზე, სანიმუშო დედაშვილობით. ის ნამდვილად იმსახურებდა ბედნიერ, მშვიდ და მზრუნველ ოჯახს!დაე იხაროს, იბედნიეროს ამ დუნიაზე! რადგან არავის უნდა დაავიწყდეს, რომ წუთისოფელია ეს ცხოვრება და სანამ ვართ სტუმრად ამ წუთისოფელში გვიხაროდეს სხვისი ბედნიერება, ვეფეროთ და გავულამაზოთ ერთმანეთს დღეები, არავის,არაფერი არ წაუღია და ვერც გაატანენ იქით გარდა სიყვარულისა და წრფელი გძნობებისაა“.

„მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის, ხშირად პირველს სჯობს, იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს, არც ყმაწვილურ ჟინს არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს.და შემოდგომის ყვავილივით ველად გაზრდილი, ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არაჰგავს, სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.