ცოტა ხნის წინ ქართველმა რეპერმა გიორგი პავლიაშვილმა, იგივე „მასტერი“ ახალი სიმღერა გამოუშვა, სახელწოდებით - „წერილი ლევან ბერძენიშვილს“.
სიმღერამ საზოგადოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა და ზოგმა ის პოლიტიკურ დაკვეთად მიიჩნია.
აღნიშნულ თემაზე მიმდინარე ცხარე დისკუსიაზე, რეპერმა „იმედი ლაივის“ ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ სიმღერის გამო ახლა მამამისზე, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს, ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ.
„მამაჩემის თემა წამოწიეს, რადგან მუშაობს საჯარო სამსახურში. თავის მართლება არაფერში მჭირდება, რადგან ბოლომდე - ცამდე მართალი ვარ! უბრალოდ მე პირველ რიგში ჩემს მხარდამჭერებს და ჩემს მსმენელს ვცემ პატივს და მათ ვუფიქსირებ კიდევ ერთხელ ჩემს თავისუფალ პოზიციას და მაგალითად მომყავს ფაქტი უახლოესი წარსულიდან! მადლობა დიდი
P.S
გულდასაწყვეტია რომ ადამიანები უბრალო სიმღერაზე - მარტივ, კონსტრუქციულ კრიტიკაზე - მიპირისპირებენ “ფეიკ სქრინებს” და მამაჩემზე და ჩემს ოჯახზე ცრუ ინფორმაციებს!“, - წერს რეპერი.
ამავე თემაზე:
🎥 მასტერმა ლევან ბერძენიშვილს სიმღერა მიუძღვნა - „შენ უეჭველი პუტინი გაფინანსებს“