რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო, სადაც მან პირად ცხოვრებასა და კარიერაზე გულახდილად ისაუბრა.
მან ასევე გაიხსენა ის დრო, როდესაც კიევში დააპატიმრეს.
„21 წლის ვიყავი როდესაც კიევში სპექტაკლი დავდგი, რომელიც აიკრძალა. მაშინდელი კიევი შეგვიძლია 37 წლის საბჭოთა კავშირს შევადაროთ.
მაშინ პირველი გასვლა იყო საზღვარგარეთ, რომ სპექტაკლი დამედგა და პირველივეზე შევეჯახე ბეტონის კედელს, ისეთ თემებზე იყო საუბარი, ახლა რომ გაგეცინება, მაგალითად რატომაა ხატი სცენაზე, რას ნიშნავს ეს კედელი.
სამჯერ აკრძალეს და ჩაერია ყველა ვისაც შეეძლო. ბოლოს დაუშვეს და უნდა ჩატარებულიყო. როცა მოვედი დაწყების წინ მსახიობები უკვე გრიმში და კოსტიუმებში იყვნენ და მითხრეს დირექტორთან ამოდიო.
პირდაპირ მითხრეს, რომ სპექტაკლი არ იქნებაო. მაყურებელს გამოუცხადეს, რომ სპექტაკლი აიკრძალა.
მოვიდნენ მილიციის მანქანები, მომკიდეს ხელი მსახიობებმა და გამიყვანეს, თუმცა სასტუმროში მიცდიდნენ და დამაპატიმრეს“, - ამბობს ავთანდილ ვარსიმაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ისე ვუღრიალე, რომ ამის შემდეგ სპექტაკლის დროს აღარ დაულევია“ - რას იხსენებს