Digest Logo

„ბოდიშს ვუხდი ყველას, აუცილებლად მივალ“ - რა დაემართა გიორგი კეკელიძეს?

1714461547
გიორგი კეკელიძე

პოეტ, პროზაიკოს, ესეისტ გიორგი კეკელიძემ ფეხი დაიზიანა, რის გამოც ყველა დაგეგმილი შეხვედრის გადადება მოუწია.

ინფორმაციას ამის შესახებ იგი თავად სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დილით ვასეირნებდი, ძუნძულისას მუხთალი ორმო გამოტყვრა და აჰა, ახლა ერთმანეთს ეჩურჩულებიან, ხომ დავმართეთ კაი საქმე, გარეთ გასვლის დრო რომ შეგვიმცირაო.

დღეს ორხევში უნდა შევხვედროდი მოსწავლეებს, ხვალ - სხვაგან და ა.შ. ბოდიშს ვუხდი ყველას, აუცილებლად მივალ.

ამ იძულებით დროს კი წერა-კითხვის გასაუმჯობესებლად გამოვიყენებ“, - წერს გიორგი კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„უნდა, ყველა მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მიაწვდინოს ინფორმაცია, გაუჩინოს მოტივაცია და იმედი... 8 წელია ცალი თვალი არ დაუხუჭავს“ - ციცინო შურღაიას პაციენტის ოჯახი

„მამული, ენა, სარწმუნოება“ - ნანა ლორთქიფანიძე

დღის რომელ მონაკვეთში სჯობს კვერცხის შეღებვა და რა ცრურწმენები არსებობს სააღდგომო კვერცხთან დაკავშირებით