რამდენიმე დღეში მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს აღდგომას იზეიმებს, იქამდე კი რელიგიურად მძიმე და კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი დღეებია გასავლელი.
აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, გადაცემა „დღის პოსტმა“ სტუმრად მომღერალი მანანა თოდაძე მიიწვია, სადაც მან სააღდგომო რიტუალებზე ისაუბრა.
როგორც მომღერალმა თქვა, საკუთარი ხელით ღებავს კვერცხს. გარდა ამისა, მანანა თოდაძემ ის დღე გაიხსენა, როდესაც ის და აწ გარდაცვლილი თემურ წიკლაური იესო ქრისტეს საფლავზე იმყოფებოდნენ.
„განსაკუთრებით მიყვარს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
„ივერია“ პირველად რომ გაემგზავრა ისრაელში, მე და თემურ წიკლაური აღდგომა დღეს მოვხვდით ქრისტეს საფლავზე.
არასდროს დამავიწყდება და შეიძლება არასდროს განმეორდეს ცხოვრებაში ასეთი რამ.
ემოციებისგან, სიყვარულისგან ვტიროდით, მე და თემური ერთმანეთს ვაწყნარებდით. ყველაზე უძვირფასესი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში“, - ამბობს მანანა თოდაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 კოსმეტიკა, რომელიც აზიანებს თირკმელსა და ნერვულ სისტემას - ზაზა თელიას განმარტება