Digest Logo

🎥 მენსტრუალური ციკლის გადაცდენის 7 ყველაზე ხშირი მიზეზი - გინეკოლოგის განმარტება

1689079117

გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მადონა ჯუღელი მენსტრუალური ციკლის გადაცდენის 7 ყველაზე ხშირ მიზეზს ასახელებს:

„პირველი მიზეზი ჰიპოთირეოზია. ასეთ დროს თირეოტროპული ჰორმონი მაღალია, შესაბამისად, საკვერცხეების ფუნქცია დარღვეულია.

მეორე მიზეზი, შესაძლოა ჰიპერპროლაქტინემია გახდეს - ასეთ დროს პროლაქტინი მაღალია, ოვულაცია არ ხდება და შესაბამისად, ქალს მენსტრუაცია უგვიანდება.

ფუნქციონალური კისტების დროს, როდესაც ოვულაცია სხვადასხვა მიზეზის გამო არ ხდება, ქალს მენსტრუაცია უგვიანდება.

მეოთხე მიზეზი შეიძლება პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი იყოს.

მეხუთე გავრცელებული მიზეზი თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზიაა და ის, როგორც წესი, მამაკაცის სასქესო ჰორმონების ჭარბი რაოდენობით ვლინდება.

სტრესი, დიეტა და მძიმე ფიზიკური ვარჯიშები - ასეთ დროს ასევე ვლინდება მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ამენორეა, ან დარღვევა. ამ მდგომარეობას ფუნქციონალურ ჰიპოთალამურ ამენორეას ვუწოდებთ.

ადრეული კლიმაქსი - ამ მდგომარეობას თანამედროვე მედიცინა საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობის სინდრომს უწოდებს. როდესაც, სამწუხაროდ, საკვერცხეებში ფოლიკულების რაოდენობა მცირდება და შესაბამისად, მენსტრუაცია იშვიათია, ან საერთოდ ქრება.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ პათოლოგიას ჰორმონალური კრიტერიუმები აქვს, რომელსაც კლინიცისტი ექიმი, ლაბორატორიულ დიაგნოსტიკასთან ერთად აფასებს და დიაგნოზს სვამს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ვერცერთი ვერ გადაურჩა ავარიას. მირანდაც თავის მეგობრებთან ერთადაა“ - ქუთაისში ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა

🔵 „შენ მოგიკვდი... რატო დამტოვე ლაშუუ, ძალით არ გინდოდა ვიცი“ - გეგუთთან ავარიის დროს დაღუპულ ბიჭს შეყვარებული ემოციური პოსტით ემშვიდობება

🔵 „რა მწარე ხარ, არ მხვდები, არც შენი ცხედარი მხვდება რომ ჩაგეხუტო...“ - გეგუთთან ავარიისას დაღუპულ გოგონას ემშვიდობებიან