
„დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, მცირდება ურთიერთგაგება საუკეთესო გამოსავალი კი იუმორია. შეიძლება მიიღოთ დაპირებები, რომელიც არ შესრულდება“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს.
რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს და მათ მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზს ასეთია:
ვერძი
ახლა ჯანმრთელობას არ უჩივით. ხართ აქტიური ენერგიული და ინიციატივით სავსე. წყალქვეშა დინებები კი არის პარტნიორულ ურთიერთობაში, ამ კუთხით იყავით ფრთხილად. არ იჩქაროთ, იყავით მომთმენი, რათა არ დაუშვათ შეცდომები.
კურო
იმუნიტეტი ეცემა და ენერგოტონუს მცირდება. შეიძლება, ძველმა ქრონიკულმა დაავადებამ შეგახსენოთ თავი, ასევე გექნებათ ბევრი ფინანსური ხარჯიც. ამ პერიოდში შეიძლება მოგიწიოთ სხვების დახმარება. არ იყოთ ზედმეტად ხისტები, რათა არ შეიტანოთ დისბალანსი. კარგი პერიოდია პირადი და სასიყვარულო კუთხით, აქ გაშლით ფრთებს.
ტყუპები
არ უჩივით ჯანს, კომუნიკაბელური და აქტიურები ხართ, თუმცა შეიძლება შვილებთან და პარტნიორთან დაგეძაბოთ ურთიერთობა. კარგი პერიოდია ბიზნესის დასაწყებად, შეიძლება მიიღოთ ფინანსური შემოსავალი, თუმცა იქნება დიდი გასავალიც.
კირჩხიბი
ნუ იქნებით ზედმეტად პრეტენზიულები, ეჭვიანები ეს მხოლოდ კონფლიქტის საბაბს ქმნის. კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეთ ოჯახის წევრებთან, სწორედ ამათი დახმარებით შეძლებთ წარმატების მიღწევას. ადვილად იღლებით, იმუნიტეტი ეცემა და ეცადეთ, მეტი დაისვენოთ და გამოიძინოთ.
ლომი
ჯანი მაღალია, ხართ აქტიურები. თუმცა არ გამოდის პარტნიორული ურთიერთობები, სჯობს ინდივიდუალურად გააკეთოთ საქმეები. ახლა ჭირს ცოტა სწავლა, ლომი ისედაც ზარმაცია, რომელიც არ იკლავს თავს სწავლაზე, მაგრამ ამ კვირაში განსაკუთრებით უჭირს. შესაძლოა, ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოთ.
ქალწული
აქ კოლექტივებთან მუშაობა, უფრო წარმატებული იქნება ვიდრე ინდივიდუალური. იყავით ყურადღებით და გამოიჩინეთ მეტი დიპლომატიურობა. პარტნიორული თანამშრომლობა წარმატების ფაქტორს მოუტანს. იმუნიტეტი კლებულობს, ამ დროს ქალწული ადამიანს უფრო მეტად ნერვებს უჭამს და უშლის. ეს ნიშანი მართავს გერმანიას და იაპონიას, რაც იქ არსებულ წესრიგს უზრუნველყოფს.
სასწორი
ყველაზე წარმატებული ამ კვირაში ხართ თქვენ, ახლა მზე თქვენ ზოდიაქოს ნიშანს გადის, ყველა სფეროში გაქვთ იღბალი, თუმცა ფრთხილად იყავით, იზღუდება თქვენი თავისუფლების არეალი. არ შეხვიდეთ კონფლიქტში და დაიმახსოვრეთ, ვინც პირველი გზღუდავდათ ის დაგიკრავთ ტაშს, არ მოექცეთ სხვისი გავლენის ქვეშ.
მორიელი
უახლოესი 2 კვირა გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს. ურთულესი პერიოდი გეწყებათ, რადგან დაბადების წინა პერიოდი გაქვთ. იმუნიტეტი გაქვთ ახლა ყველაზე დაბალი, მაღალია გრიპების ალბათობა. მაღალია ფარული მტრების და ჭორების ალბათობა, ენას კბილი დააჭირეთ და არ გათქვათ თქვენი საიდუმლოებები. ნუ ჩქარობთ განსაკუთრებით გადაწყვეტილებების მიღებისას.
მშვილდოსანი
ენერგია მატულობს, რეფორმატული პერიოდია. მნიშვნელოვანია ინტერნეტთან კონტაქტი, თუმცა მაღალია მცდარი ინფორმაციების მიღების ალბათობა და იყავით ფრთხილად. ასევე ფრთხილად იყავით მეგობრებთან და არ შეხვიდეთ მათთან კონფლიქტში, გაქვთ ასევე მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა.
თხის რქა
იმუნიტეტი გეცემათ, იყავით ფრთხილად და შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით და მაქსიმალურად დაიცავით კარგი ურთიერთობა კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. მატულობს სიხისტე და სიჯიუტე თქვენში.
მერწყული
ჯანს არ უჩივით, გემატებათ ენერგია, ფინანსური კუთხითაც კარგი პერიოდია. კარგი პერიოდია უცხოეთში წასვლისთვის, აქ მივლინება დიდ წარმატებას მოიტანს.
თევზები
თქვენი იმუნიტეტი ნელ-ნელა კლებულობს, არ დაიწყოთ ახალი საქმე. შესაძლოა, აღმოჩნდეთ კრიტიკის ქარცეცხლში, არ სძინავს ფარულ მტრებს და მოშურნეებს, სჯობს შეინარჩუნოთ სიმშვიდე და დაუთმეთ დრო ყოველდღიურ საქმეებს. მგზავრობა მოგზაურობისთვის არ არის კარგი პერიოდი, არის დანაკარგების ალბათობა და სჯობს იყოთ მშვიდად.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დაე, აღსრულდეს ის, რაც ღმერთმა საქართველოსთვის ისურვა“ - გია მურღულია