საქართველოს სახალხო არტისტს, მსახიობ იმედა კახიანს 87 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გადაცემა „შაბათ-კვირის დილა“ სტუმრად კახიანების ოჯახში იმყოფებოდა, სადაც ყველასათვის საყვარელი მსახიობი და მისი ოჯახის წევრები ჩაწერეს.
„არც მეგონა რომ ამ ასაკს მივაღწევდი, ცხოვრება იყო ისეთი მძიმე და ისეთი ცხოვრება გავიარე.
მახსოვს ომის პერიოდი, გაჭირვება იყო, თუმცა მენატრება იმიტომ , რომ დღევანდელ დღეს ადამიანების ურთიერთობაა მოსანატრებელი”, - ამბობს იმედა კახიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„...და თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“ - 12 მაისს კვირაცხოვლობა აღინიშნება