Digest Logo

🎥 „ნელის ნიკასთან მონაწერი ჰქონდა, რომ მოვალ, დედაშენს კბილებს ჩავუმტვრევო“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა ნეკა დოროყაშვილზე

1665664151

საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა თენგო ბასილაშვილი გამოიკითხა. ბასილაშვილმა ამერიკის ეპიზოდი გაიხსენა და თქვა, რომ ნეკა დოროყაშვილმა იქ ისტერიკა მოაწყო, რის გამოც მის ძმას სხვა ნომერში მოუწია გადასვლა. 

„ნიკამ გვითხრა, რომ ძალიან სერიოზული ისტერიკა მოაწყო, რის გამოც ნიკას მოუწია სხვა ნომერში გადასულიყო. მანამდე არც ნიკას და არც ნელის, სანამ ჩამოვიდოდნენ, ჩემთვის არაფერი არ უთქვამთ. 2019 წლის შემდეგ ნიკა უკვე ტელეფონითაც არიდებდა თავს რაიმე სხვა დეტალებზე საუბარს, გარდა ბავშვისა. ნელის მანამდე, 2 კვირით ადრე, ნიკასთან მონაწერი ჰქონდა, რომ მოვალ, დედაშენს კბილებს ჩავუმტვრევ, ისე ვიზამ, ასე ვიზამ, ტექსტი არ მახსოვს, მაგრამ მუქარის შემცველი ტექსტი იყო ნამდვილად.

თანაცხოვრების შეწყვეტას უძღოდა ნელის ძალიან დიდი ეჭვიანობა და ძალიან დიდი ისტერიკები ამ ეჭვიანობასთან დაკავშირებით, რომელიც მანამდეც განხორციელდა, სადღაც ივლისის თვეში, როდესაც მე მწერს „ნიკა სად არის?“ „ნიკა მომიძებნე“. ნიკას სულ გადატვირთული გრაფიკი აქვს“, - განაცხადა თენგო ბასილაშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლე საბოლოო განაჩენს მიმდინარე თვის ბოლოსთვის გამოიტანს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„სკოლიდან გაპარულან და „შატალო“ მოუწყიათ, საცოდაობა დატრიალდა“ - ტრაგიკული შემთხვევის ახალი დეტალები

🎥 „მომვარდა და ხელები მირტყა, ძლიერი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იქნებოდა! ან ვფიქრობდი, რომ შეურაცხადი იყო!“ - გიორგი გასვიანი ჩხუბის დეტალებს იხსენებს

🎥 „არავის ეპატიება ბავშვზე გამოქნეული სკამი. უმკაცრესად დაგსჯი, სწორედ ჩემი შვილის გამო“ - მარიტა მელიქიშვილი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს