ბავშვების მოტყუებით გატაცების მცდელობაზე ახლა უკვე გორის რაიონშიც ალაპარაკდნენ. სოფელ სკრაში სკოლასთან ბავშვებს მშობლები ხვდებიან და ისე მიჰყავთ სახლში. ისინი ამბობენ, რომ მე-3 კლასელ ბავშვებს დახვდა უცხო პირი თეთრი ჯიპით და მათი წაყვანა მოტყუებით სცადა, თუმცა ბავშვები გაიქცნენ.
შექმნილ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა სკოლის დირექტორმა. ლანა ფერაძის განცხადებით მისთვის კონკრეტულ ფაქტზე ინფორმაცია ცნობილი არ არის, თუმცა ისინი განსაკუთრებულად ფრთხილად არიან ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 +18 „რუსებს სიგარეტზე უარი ვუთხარით და აი, ხოდი“ - რუსებმა ქართველ გოგოებს აგინეს
🔵როგორ გადაურჩა ნაღმზე აფეთქებას ზელენსკის სიტყვებზე ატირებული ქართველი ჟურნალისტი
წყარო: rustavi2.ge