ბათუმელ პატარა გულშემატკივარს, რომელიც ნაკრების თამაშზე მოხვედრაზე ოცნებობდა, ბილეთი ლევან კობიაშვილმა აჩუქა.
პატარა დემეტრეს ვიდეო სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა.
ბიჭუნა ვიდეოში გულისტკივილს გამოხატავდა, რომ მისი ოცნების ფეხბურთელი ჩამოდიოდა ბათუმში, ის კი სტადიონის „ყურის ძირას" ცხოვრობდა, მაგრამ მატჩზე დასასწრები ბილეთი არ ჰქონდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „მომვარდა ტელევიზიის საგრიმიოროში და მაისურში ხელები ჩამიყო“ - ნინო ჭელიძე