„ყოველთვის, როცა დეპრესიაზე ვიწყებ საუბარს, ვამბობ, რომ ძალიან ბევრი სხვა დიაგნოზი შეიძლება შეინიღბოს დეპრესიული სიმპტომებით.
თვითონ დეპრესია არის მრავალსახოვანი, სხვადასხვა სიმპტომებით, განსაკუთრებით ასაკთან დაკავშირებით.
იყო დრო, როცა ეგონათ ბავშვებში არ იყო დეპრესია, თუმცა ეს დამოკიდებულება შეიცვალა.
დეპრესიულობას ხშირად ვურევთ დეპრესიაში“, - ამის შესახებ ფსიქიატრმა ეკა ჭყონიამ გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ისაუბრა.