„იტალიის 2022/23 წლების ჩემპიონი „ნაპოლი“ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდს მადრიდის "რეალს" თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაუპირისპირდება“, - ამის შესახებ ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.
იგი დღევანდელ თამაშში ხვიჩას და მის გუნდს წარმატებებს უსურვებს.
„ისეთი თამაშია დღეს ჩემპიონთა ლიგაზე, რომ მთელი მსოფლიო ეკრანებს მიეჯაჭვება.
ნაპოლი - რეალი
იტალიის 2022/23 წლების ჩემპიონი „ნაპოლი“ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდს მადრიდის "რეალს" თბილისის დროით 23:00- სთზე დაუპირისპირდება.
ორივე გუნდს საქართველოში საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.
„ნაპოლის“ იმიტომ, რომ იქ ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, „რეალს“ კი იმიტომ, რომ ყოველთვის ვარსკვლავური გუნდი იყო და უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა გულშემატკივრებს.
ერთმანეთს თანამედროვე ფეხბურთის ორი კაშკაშა შემტევი - ხვიჩა კვარაცხელია და ჯუდ ბელინგემი დაუპირისპირდებიან.
ბოლო დროს ეს უკანასკნელი ესპანეთის პირველობაზე ბრწყინავს და ცეცხლს ანთებს. ასევე ბოლო თამაშებში ჩვენმა ვარსკვლავმა აჩვენა, რომ ფორმაში შევიდა.
ამ 2 ფეხბურთელზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული შედეგის ბედი. რა თქმა უნდა, ოსიმენსა და ვინისიუსიც მოახდენენ დიდ გავლენას შედეგზე.
ც ქვეჯგუფში ორივემ მოიგო პირველ ტურში, დღევანდელი მეორე ტური კი ლიდერს გამოკვეთს.
დაე, ეს "ნაპოლი" იყოს, დაე, თამაშის ბედი ხვიჩამ გადაწყვიტოს და თანაც ვისთან? გუნდთან, რომელიც
ბავშვობიდან მოსწონდა და სადაც მისი ჯილა - გუტი თამაშობდა.
იქნებ ამ თამაშმაც აუხდინოს ხვიჩას „რეალში“ გადასვლის ოცნება.
ჩემპიონთა თასსა და ლიგაზე ეს გუნდები ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამჯერ „რეალმა“ მოიგო, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. 1987/88 წლებში 1:1 და 2:0, 2016/17 წლების სეზონში 3:1 და 3:1
დღეს „ნაპოლიმ“ მარადონასდროინდელ გუნდზე უკეთესი შედეგს უნდა მიაღწიოს.
ეს გუნდები განმეორებით ამ წლის 30 ნოემბერს (თბილისის დროით 00:00 სთ) შეხვდებიან ერთმანეთს.
წარმატებები ჩვენს ვარსკვლავსა და მის გუნდს“,- წერს გოგა ჩანადირი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „ტაბუმ შექმნა ადამიანი ისეთი, როგორიც ის არის და ტაბუვე ანადგურებს“- გიორგი კეკელიძე