მომღერალი ოთო ნემსაძე იუბილარია, იგი 35 წლის გახდა. შვილს დაბადების დღე დედამ მაია ნემსაძემ სოციალურ ქსელში ემოციური ტექსტით მიულოცა და აღნიშნა, რომ მისთვის საუკეთესო საჩუქარი საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მოგება იქნება.
„დავიწყე მოგებამდე დარჩენილი წუთების ათვლა.
ოთო, მინდა საქართველოს ნაკრების მოგებით მოგილოცო 35 წლის იუბილე, ვიცი ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება შენთვის, ასეთი კაცი ხარ დე, უზომოდ პატრიოტი, სულით და ხორცით ქართველი.
მისმინე უფალო და გამიხარე ჩემი ბიჭი და მთელი ქვეყანა, გილოცავ დე.
დამეხმარეთ ბიჭებო ოთოს გახარებაში! აბა ჰე, მამარდა მახსოვს გთხოვე და შემისრულე, ახლაც რკინის ჯავშნად უნდა ექცე ჩვენს კარს, დანარჩენებმა კი შეუტიეთ, როგორც საუკუნეების წინ უტევდნენ ჩვენი გმირები“, - წერს მაია ნემსაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: