გადაცემა სიცრუის დეტექტორის სტუმარი გორის თეატრის მსახიობი რამაზ იოსელიანი იყო, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის უცნობი ისტორია გაიხსენა.
როგორც მან განაცხადა, აგვისტოს ომში ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა.
„რასაც მოვყვები ახლა, აქამდე არსად მითქვამს და იქაური მოსახლეობაც ახლა გაიგებს. მირეკავს რეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილი და მიშველეო, ჩემი შვილი იქ არის და არ ვიცით სად არიანო. ვეძებ რეზერვისტებს, ყველგან, სრული ქაოსი იყო, მიატოვეს რეზერვისტები. გზა და გზა გვეხვეწებოდნენ, წაგვიყვანეთო, მიმყავდა ერთ შენობაში მერიის გვერდით. მეუფე ანდრია პატრონობდა მთელ გორს და მთავრობა გაქცეული იყო. ხმას როგორ იღებენ?... გჯერათ? რეზერვისტი ბავშვები მიატოვეს, რაც ვნახე შოკი მქონდა. გადავარჩინეთ და გამოვიყვანეთ, - განაცხადა მან.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მაჩვენე შენი ხმა“ - ახალი მეგა შოუს დიდი რეპეტიცია „ღამის პრაიმ-თაიმში“