Digest Logo

„ახალმა თაობამ ძნელად იცის ასეთი სიტყვათშეთანხმება - „ომში დაკარგული“...ვიცნობდი ქალს, რომელიც ომში დაკარგულ ქმარს ორი წელი ჯიუტად ურეცხავდა ტანსაცმელს“ - გიორგი კეკელიძე

1683640320
გიორგი_ კეკელიძე

დღეს 9 მაისია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა.

აღნიშნულ ტრაგიკულ თარიღს, მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციური ისტორიით ეხმაურება.

„მე მახსოვს ერთი ქვრივი ქალი, უკვე ძალიან მოხუცი,
კვირაში ორჯერ ახალგაზრდა მამაკაცის გარეცხილ შარვლებს გასაშრობად ფენდა ჯიუტად.

ასეთი სასტიკია ომი - უსასრულო ლოდინის მშობელი.
#ახალისიმღერები

- 9 მაისის სიმღერა -

ახალმა თაობამ ალბათ ძნელად იცის ასეთი სიტყვათშეთანხმება - „ომში დაკარგული“, თან რომ არ დაბრუნდა და თან იმედი გრჩება, რომ ცოცხალია. მე მართლა ვიცნობდი ასეთ ქალს, ჩემი მეზობელი იყო - დაკარგულ ქმარს ურეცხავდა ჯიუტად ტანსაცმელს“, - წერს კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ოზურგეთში კაცმა მეზობელი ქალის გაუპატიურება სცადა

🔵„მხოლოდ ტრუსები ეცვა, ხელში შარფი და მაისური ეჭირა. მერე ქამარი ცოტა შევიხსენი, რომ საჩუქრები შარვალში დამემალა“ - რა მოხდა „ნაპოლის“ გამარჯვების შემდეგ

🔵„ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი მანქანით დამეჯახა. ღმერთმა გადამარჩინა და ამ დღეს მეორედ დავიბადე“ - რას წერს ნინი გოგაშვილი