რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ღიმილს და როგორ აუმჯობესებს ის განწყობას - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრეს.
„ღიმილი ნამდვილად არის ინსტრუმენტი, რადგან ყველას გვაქვს ძალიან ძლიერი თავდაცვის ინსტინქტები, დიდი აბჯრებით ვმოძრაობთ, შევდივართ გასაუბრებებზე, აბჯრებიანი ადამიანები გვხვდებიან და რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის განმაიარაღებელი ინსტრუმენტი. ეს არის სიგნალი, რითაც მაგრძნობინებ და შენ შეგიძლია ჩემთან თავი იგრძნო უსაფრთხოდ, საფრთხეს არ წარმოვადგენ“, - ამბობს რესპონდენტი.