პლატფორმა „იუთუბიზე“ ჯგუფ „ურსა“ და ლელა თათარაიძე მიერ შესრულებულ თუშურ სიმღერას „ჯანღი“ 6 თვეში 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ტექსტის ავტორი, ეთერ თათარაიძე გახლავთ.
სიმღერას კომენტარებში, კავკასიის რეგიონში მცხოვრები ადამიანები ემოციური ტექსტით ეხმაურებიან, რამდენიმე მათგანი „დაიჯესტმა“ თარგმნა:
„რა ზურმუხტისფერი ხმებია, როცა ქართველები მღერიან, მთები იღვიძებენ და ცა ბრილიანტებივით ანათებენ“,
„ჩემო ძვირფასო ქართველებო, თქვენ ყოველთვის იპყრობდით ჩემს გულს, თქვენი სიმღერების მოსმენისას, დიდი მადლობა ამისთვის“,
„როგორ მიყვარს ქართველი ხალხი!!!! დავიბადე ყაზახეთში, ჩვენ შორის ბევრი ქართველი იყო, სწავლობდნენ და მუშაობდნენ“,
„სალამი საქართველო მიყვარხარ. მე ვაღმერთებ ბათუმს, დაღესტანიდან პატივისცემით...“
„იცოცხლეთ დიდხანს და ბედნიერად, სიკეთე აკეთე ჩვენი ყველა მსმენელის გასახარად, ეს შედევრია, ბრავო, გისურვებთ ჯანმრთელობას.🙏♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️“,
„რა მშვენიერი სიმღერაა, თავიდან ვერ ვიგდებ! ლამაზი, უბრალოდ ჯადოსნური! მშვიდობა და სიკეთე შენ, მზიანო საქართველო! გილოცავთ ამერიკიდან“,
„ქალბატონს რა ხმა ამოსდის, უფალმა ჯანი და დღეგრძელობა მოგცეთ სუყველას! მაგარია“,
„სიტყვები არ მესმის, მაგრა, სიმღერა თავისთავად მეტყველებს. მხოლოდ უნდა მოუსმინოთ და მოუსმინეთ!!! პატივისცემით, ჩეჩენი“,
„რა ლამაზად მღერიან და ეს ქართველი ქალი ბრწყინვალეა, უნიკალური ხმა, სუპერ, აღფრთოვანებული ვარ ბერლინელი იჩქირიელისგან“,
„სალამი დაღესტნიდან ლეზგინელებიდან, ვცხოვრობდი საქართველოში, ძალიან მშვენიერი ხალხია ❤ძალიან ლამაზად მღერიან. გასაოცარია ❤“,
„ოსეთი ალანია საქართველოა, ძმური სალამი 🤝💪“,
„მე ჩეჩენი ვარ. მეც ძალიან ვამაყობ, რომ ასეთი შესანიშნავი ადამიანების გვერდით ვცხოვრობ“,- წერენ კომენტარებში.
აქვე გთავაზობთ მუსიკის ტექსტს:
„იახლ ჯანღ ქურდულად, შემიპარ დანოს
ქირსლებში გახვი ბაშტე იდ კარსე
საჩაღმოში კი ნისლებ დახდილებ ჰეე
იბანენ პირებს ფიჭეხ იდ წასნე
ვიც გომეწარიც გადიყრიდ მუქ ფერს,
მზეს ამაჰღლალებდ უმტეროს თავზე
კოციკათ ყანას წყალქონდარასა ვკრეფ
ყვავილის ცვრიან გვირგვინ მადგ თავზე
რაიოდ მეტა მამნატრებიხარ,
ხაგირო, ეხო, აშტოოდ, მთაწვერ
რად ვერ შაგტყობდი, ჩემ ტკბილ თუშეთო ოო
ზამთრისპირ თეთრად აგპენტვი თმა-წვერ
ვიც იახლ დანოიც გამიცვლლიდ სამოსს
ქისტეთ წაღლალებდ ძაძიან ჯანღებ
შემგლისფერდებოდ უკვეად ყველა იი
ძროხიან დიაცთ დააცურდებ ბალღებ
იახლ ჯანღ ქურდულად შეეპარ ქისტეთსა აა დაქირსლებში გახვი ხეკინჩხოს მთა წვერ“.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ვინ და როგორ გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრებაზე - სპეციალისტის რჩევები