ტელეწამყვანი ეკო ფანგანი „იუთუბის“ არხის პოპულარულ შოუში, „დიდი ქვიზში“, სტუმრად იმყოფებოდა, სადაც გულწრფელად უპასუხა წამყვანის კითხვებს.
ტელეწამყვანმა სვანური ტრადიციების შესახებ დასმულ კითხვაზე: არის რაიმე სვანური ტრადიცია, რომელიც არ გიყვარს ან არ მოგწონს? განაცხადა, რომ არსებობს პრაქტიკა, რომელიც მისთვის მიუღებელია.
„კი არის, საშინელი ტრადიცია - სისხლის აღება, რომელიც ჩემთვის წარმოუდგენელი რამ არის, ძალიან მძიმე და სამწუხაროდ, დღემდე არსებობს სვანეთში. მახსოვს წლების წინ პატრიარქი იყო ჩასული და კონკრეტული გვარები შეარიგა. შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანეს დამამძიმებელ გარემოებად მკვლელობა - სისხლის აღების მოტივით, კონკრეტულად სვანებისა და ხევსურებისთვის, რადგან იქ სისხლის აღება ტრადიციაა და მისი აღმოფხვრა ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, - აღნიშნა ტელეწამყვანმა.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: