ეზოტერიკოსი მაია ყუფარაძე გადაცემა „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც აღნიშნა, რომ სასიყვარულო მაგიის ფარგლებში ჯადოს გაკეთებაზე მოთხოვნა მაღალია და იქვე დასძენს, რომ მისი კლიენტების უმრავლესობა კაცები არიან.
როგორც ეზოტერიკოსი განმარტავს, ხელოვნური ჩარევა ურთიერთობებში გამოუსწორებელია და შედეგი ძალიან მოკლეა.
„წითელი მაგია“ ეწოდება სასიყვარულო ჯადოს...ბოლო ორი თვეა სულ კაცები მოდიან, შველას მთხოვენ. ერთადერთი რასაც არ ვაკეთებ და ყველას ვთხოვ, ეს არის, რომ არავინ არ მიმართოს ამ მეთოდს - არ გამოიყენონ ვირის ტვინი. რადგან ვირის ტვინი ორგანიზმში რომ მოხვდება, შეიჭრება ტვინში და ადამიანის ტვინის ხვეულებს გადაეფარება...ადებილებს ადამიანს. ეს ყველაფერი მამაკაცებზეა მიმართული, და დახსნა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ერთი სიყვარული ეს არის ღმერთი და იმის იქით, ყველაფერი უკავშირდება შავ მაგიას. სასიყვარულო ჯადო მხოლოდ 7 წელი მოქმედებს“,- ამბობს ეზოტერიკოსი მაია ყუფარაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: