„თავისუფალი თეატრის“ მსახიობი თამუნა ნიკოლაძე, ცოტა ხნის წინ ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის თეატრის სპეციალური პრემიით დაჯილდოვდა.
როგორც მსახიობი გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ამბობს, 20-მდე პერსონაჟი ჰყავს განსახიერებული თუმცა, ახალმა როლმა მისცა საშუალება ეთამაშა ის, ვინც არასოდეს ყოფილა.
„20 წელი ხდება, რაც „თავისუფალი თეატრის“ დასის წევრი ვარ და ეს პრიზი ძალიან გამიხარდა. როცა თეატრში პატივს გცემენ, უყვარხართ და გაჯილდოვებენ, ამაზე დიდი ჯილდო ვერ წარმომიდგენია. კეკელას როლის გამო მივიღე ეს ჯილდო და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს როლი არის ჩემი ახალი სიცოცხლის დასაწყისი “,- ამბობს თამუნა ნიკოლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ფლორენციული ანსამბლის მიერ საოცრად შესრულებული მეგრული „მარებელი“