ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა ყველასთვის ნაცნობი სახეა. მას სხვადასხვა პლატფორმაზე აქვს შექმნილი არხი, სადაც საკუთარ ნამუშევრებს, ქორწილების თუ პერსონალურ ვიდეოებს პერიოდულად აქვეყნებს.
ბოლო რამდენიმე თვეა ვიდეოგრაფმა გადაწყვიტა მთელი თავისი რესურსი მხოლოდ „იუთუბის“ და საკუთარ თავს დაუთმოს, შესაბამისად უარი თქვა ქორწილებისა და წვეულებების გადაღებაზე და მთლიანი რესურსი ამ პლატფორმას დაუთმო.
ვიდეოგრაფი ამჯერად ახალ ვიდეოს გვიზიარებს, სადაც იგი ულამაზეს რაჭაში მოგზაურობს. როგორც თავად ჯობავა ამბობს, რაჭაში მან ერთი თვე იცხოვრა და აქ გატარებული დროის მოგონებები შეკრიბა.
„მადლობა რაჭას და რაჭველებს სასწაული მასპინძლობისთვის! ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი მოგზაურობა!“, - წერს გიორგი ჯობავა ვიდეოზე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვის გაუმართლებს დეკემბრის ბოლო კვირას ფინანსებში
⭕ფეხბურთელ ნიკუშა ჭანტურიასა და ნია წივწივაძის ოჯახური იდილია - წყვილის საახალწლო განწყობა